გამოკითხვა
მოგწონთ თუ არა ჩვენი საიტი?
სულ:131 ხმა
 

 

 

 

ა(ა)იპ ,,ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება"

 

 

  საბავშვო ბაღებში დაიწყო ონლაინ რეგისტრაცია:

 

პირველი ეტაპი:

10 ივლისიდან - 25 ივლისამდე - იწარმოებს მხოლოდ მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის პროგრამით მოსარგებლეთა რეგისტრაცია (სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა დედები და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა შვილები).

 

მეორე ეტაპი:

25 ივლისის 9:00 სთ-დან - 10 აგვისტოს 19:00 სთ-მდე - იწარმოებს რეგისტრაცია ტერიტორიული ნიშნის მიხედვით. 
გთხოვთ გაეცნოთ სარეგისტრაციო ბარათის შევსების წესს, სარეგისტრაციო ველები შეავსოთ ქართული შრიფტით და გაიაროთ რეგისტრაცია. 

 

 

მესამე ეტაპი:

10 აგვისტოს 9:00 სთ-დან 25 აგვისტოს 19:00 სთ-მდე   იწარმოებს თავისუფალი რეგისტრაცია.
გთხოვთ ”
თქვენი საცხოვრებელი ქუჩა”-ის ველში აირჩიოთ ყველაზე ზედა ფრაზა: ,,1 მისამართის მითითების გარეშე", რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება შეარჩიოთ სასურველი ბაღი და დაარეგისტრიროთ თქვენი ბავშვი.  თქვენი მისამართი შეიტანეთ ყველაზე ქვედა ველში ”დამატებითი მისამართი / მობილურის N

 

 

რეგისტრაციის ველების შევსების სისწორე გთხოვთ ცხელ ხაზზე გადაამოწმოთ. არასწორად შეყვანილი განაცხადის შემთხვევაში რეგისტრაცია გაუქმდება!!!

 

გისურვებთ წარმატებას

 

 

გთხოვთ რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემთხვევაში, 10  დღის მანძილზე, ქ. ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებში (მელიქიშვილის N42) იდენტიფიცირებისათვის წარმოადგინოთ სარეგისტრაციო ბარათით განსაზღვრული დოკუმენტების დედნები. რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემთხვევაში თუ დარეგისტრირებული მომხმარებელი, აღნიშნულ ვადაში არ წარმოადგენს მოთხოვნილ დოკუმენტებს, მისი რეგისტრაცია გაუქმდება და შესაბამისი ადგილი გამოთავისუფლდება.

წარმოსადგენი დოკუმენტები: ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი (ნოტარიულად დამოწმებული), მშობლების პირადობის მოწმობის ქსეროასლები დედნებთან ერთად.


თუ თქვენი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა შეადგენს  100 000-სს, გთხოვთ ონლაინ რეჟიმში რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემდეგ, იდენტიფიცირებისათვის, ქ. ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში (მელიქიშვილის 42), სარეგისტრაციო ბარათით განსაზღვრული დოკუმენტების დედნებთან ერთად წარმოადგინოთ, სოციალური დაცვიის სააგენტოს მიერ, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში გაცემული სარეგისტრაციო ქულების ამონაწერი.

თუ თქვენ ხართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი, გთხოვთ ონლაინ რეჟიმში რეგისტრაციის წარმატებით გავლის  შემდეგ, იდენტიფიცირებისათვის, ქ. ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში (მელიქიშვილის 42) სარეგისტრაციო ბარათით განსაზღვრული დოკუმენტების დედნებთან ერთად წარმოადგინოთ, ვეტერანის მოწმობის დედანი.

თუ თქვენ ხართ მარტოხელა დედა და რეგისტრირებული ხართ, ქ. ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ერთიან ბაზაში,  გთხოვთ ონლაინ რეჟიმში რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემდეგ, იდენტიფიცირებისათვის, ქ. ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში (მელიქიშვილის 42) სარეგისტრაციო ბარათით განსაზღვრული დოკუმენტების ასლებთან ერთად წარმოადგინოთ, ქ. ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული, აღნიშნული სტატუსის დამადასტურებელი საბუთი.
 

თუ თქვენ ხართ საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა ერთიან ბაზაში გთხოვთ ონლაინ რეჟიმში რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემდეგ, იდენტიფიცირებისათვის, ქ. ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში (მელიქიშვილის 42) სარეგისტრაციო ბარათით განსაზღვრული დოკუმენტების ასლებთან ერთად წარმოადგინოთ, დევნილის მოწმობა.


ცხელი ხაზი:  დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

მობ: 577 26 12 20