ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ელექტრონულ პროგრამაში რეგისტრაცია იწარმოებს განუწყვეტლივ მთელი წლის განმავლობაში.

საბავშვო ბაღების ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირების აუცილებელი პირობები:

1. ბავშვი უნდა იყოს 3 წლის. ის ბავშვები, რომლებსაც 3 წელი უსრულდებათ 31 ოქტომბრის ჩათვლით, ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირებას შეძლებენ 1 ივნისიდან;

2.  აღსაზრდელის ერთ-ერთი მშობელი უნდა იყოს  რეგისტრირებული როგორც მაცხოვრებელი ქ.ბათუმში და ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციისას, მისამართის ველში უნდა ჩაიწეროს ერთერთი მშობლის რეგისტრაციის ადგილი.

საბავშვო ბაღების ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციის განმახორციელებელი პირი პასუხს აგებს სისტემაში შეყვანილი მონაცემების სისწორეზე. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტების წარდგენის შემდეგ აღმოჩნდება, რომ ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის დროს მშობლის მიერ შეყვანილია არასწორი ინფორმაცია, აღსაზრდელი ამოირიცხება ჩარიცხულთა სიიდან.

აღსაზრდელის  საბავშვო ბაღში ჩარიცხვის შემდეგ, 10 დღის ვადაში, მშობელმა საბავშვო ბაღის გამგეს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: 


1) მშობლების პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

2) აღსაზრდელის დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

3) ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა 100);

4) ფერადი ფოტო (ორი ცალი 3X4);

5) ID ბარათის შემთხვევაში ცნობა საცხოვრებელი ადგილის შესახებ (გაცემული უფლებამოსილი ორგანოს მიერ);

6) პრიორიტეტით მოსარგებლეებმა - სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფში ყველა ადგილი შევსებულია, დარეგისტრირებულ აღსაზრდელს პროგრამა აყენებს რიგში. ადგილის განთავისუფლების შემთხვევაში, რიგში მდგომ აღსაზრდელებს პროგრამა ავტომატურად ჩარიცხავს საბავშვო ბაღში.
  

ჩარიცხული აღსაზრდელის მშობელს, სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებამდე 1 თვით ადრე დაუკავშირდებიან საბავშვო ბაღიდან.  

რიგში მდგომი აღსაზრდელის რიგითი ნომრის გასარკვევად, უნდა გაიაროთ იგივე პროცედურა, როგორიც რეგისტრაციის დროს: უნდა მიუთითოთ თქვენი მისამართი, ბაღის დასახელება და ასაკობრივი ჯგუფი. ამ ოპერაციის განხორციელების შემდეგ წითელი ასოებით გამოვა ინფორმაცია ჩარიცხული და რიგში მდგომი აღსაზრდელების რაოდენობის შესახებ. რიგში მდგომი აღსაზრდელების ჩანაწერზე მაუსის დაჭერით გაიხსნება ახალი ფანჯარა სახელობითი სიით, სადაც ჩამოთვლილია ჩარიცხული და რიგში მდგომი აღსაზრდელები.

ერთი საბავშვო ბაღიდან მეორეში გადასვლა (მობილობა) შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ერთერთი მშობლის რეგისტრაციის ადგილი (მისამართი) შეესაბამება სასურველი საბავშვო ბაღის ადგილმდებარეობას. მობილობისათვის ერთერთი მშობელი (მეურვე) უნდა მივიდეს ბათუმის საბავშვო ბაღების გართიანებაში, რომელიც მდებარეობს მელიქიშვილის N81-ში. მშობელმა თან უნდა იქონიოს საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი (არასრულწლოვნის რეგისტრაციის საბუთი). რომელიც გაცემული იქნება უფლებამოსილი ორგანოს მიერ. საკონტაქტო პირი: გივი გოგოლაძე

გთხოვთ განაცხადი შეავსოთ ქართული შრიფტით.



 




ერთ-ერთი მშობლის რეგისტრაციის ადგილი
ბაღის დასახელება
ჯგუფი
ბავშვის სახელი:
ბავშვის გვარი:
ბავშვის პირადი N:
ბავშვის დაბადების თარიღი:
სქესი:
დედის პირადი N:
დედის სახელი:
დედის გვარი:
 
მამის პირადი N:
მამის სახელი:
მამის გვარი:
 
მეურვის პირადი N:
მეურვის სახელი:
მეურვის გვარი:
 
მონიშნეთ თქვენი შესაბამისი სტატუსის უჯრა:
ა). სოციალურად დაუცველი ოჯახი:
საიდენტიფიკაციო ნომერი:
(ივსება მხოლოდ 100 000 და უფრო ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებისთვის.
დამადასტურებელი საბუთი უნდა წარმოადგინოთ წესებში არსებული პირობების შესაბამისად)



ბ). მრავალშვილიანი ოჯახი:
(ოთხი და მეტი შვილი 18 წლამდე)



გ). მარტოხელა დედა:
(მარტოხელა დედის სტატუსი მინიჭებული უნდა იყოს ქ. ბათუმის სოციალური სამსახურის მიერ)



დ). საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლების და ომში დაღუპულთა შვილები:
მიუთითეთ კოდი:
(დამადასტურებელი საბუთი გაცემული უნდა იყოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ)



ე). შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვი:
(წარმოდგენილი უნდა იქნეს დიაგნოზი)



ვ). ერთი ოჯახიდან მეორე და ყოველ მომდევნო აღსაზრდელი (დედმამიშვილები):
(ამ სტატუსით მოსარგებლის ერთ-ერთი დედმამიშვილი ახალი სასწავლო წლისთვის უნდა იყოს ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში შემავალი რომელიმე საბავშვო ბაღის აღსაზრდელი)



ზ). იძულებით გადაადგილებული საქართველოს მოქალაქეები (დევნილები):



ელ. ფოსტა:
ტელეფონის ნომერი:
მობილურის ნომერი:




Created By SPAR.GE